все шаблоны для dle на сайте newtemplates.ru скачать
0

რა უნდა იცოდეთ, თუ კორონავირუსი გაქვთ და სახლში მკურნალობთ

ნახვები: 925
loading...


კორონავირუსის გარკვეული მსუბუქი შემთხვევები შესაძლებელია, რომ ბინაზე იმართოს. ამისთვის საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრომ შეიმუშავა პროტოკოლი.
პროტოკოლში დეტალურად არის აღწერილი, რა შემთხვევაში უნდა გააგრძელოს ბინაზე მკურნალობა კორონავირუსით ინფიცირებულმა ან სიმპტომების მქონე პაციენტმა.
პროტოკოლის თანახმად, იმისთვის, რომ პაციენტმა ბინაზე მკურნალობა დაიწყოს, აფასებენ მისი საცხოვრებელი სახლის პირობებს და გადაწყვეტილებას ჯანდაცვის შესაბამისმა პერსონალი გასცემს.
On.ge გთავაზობთ აღნიშნული პროტოკოლის მთავარ წესებს:
1. დარჩით სახლში. არ გახვიდეთ თავშეყრის ადგილებში. თუ აუცილებელია გარეთ გასვლა, დაუშვებელია საზოგადოებრივი ტრანსპორტით სარგებლობა.
2. ზედმიწევნით აკონტროლეთ სიმპტომები. თუ სიმპტომები გიუარესდებათ, დაუყოვნებლივ დაუკავშირდით პირად ექიმს.
ფოტო: Sarah Grillo
3. დაისვენეთ და მიიღეთ საკმაო რაოდენობით სითხე
4. ექიმთან ვიზიტის საჭიროების შემთხვევაში, წინასწარ დაურეკეთ ექიმს და შეატყობინეთ, რომ გაქვთ ან შეიძლება გქონდეთ კორონავირუსი.
5. გადაუდებელ შემთხვევაში დარეკეთ 112-ში და შეატყობინეთ ოპერატორს, რომ გაქვთ ან შესაძლოა, გქონდეთ კორონავირუსი.
ფოტო: Getty
6. დაიფარეთ ცხვირი და პირი ხველების და ცემინების დროს.
7. ხშირად დაიბანეთ ხელები საპნით და თბილი წყლით სულ მცირე, 20 წმ-ის მანძილზე ან დაიმუშავეთ ხელები სულ მცირე, 60 პროცენტი ალკოჰოლის შემცველის სანიტაიზერით.
ფოტო: ANTON STARIKOV
8. შეძლებისდაგვარად, დარჩით იზოლირებულ ოთახში და ოჯახის წევრებისგან მოშორებით. შესაძლებლობის შემთხვევაში, ისარგებლეთ ცალკე აბაზანით. სხვებთან კონტაქტის საჭიროებისას, იხმარეთ სახის ნიღაბი.
9. არ გაუზიაროთ პირადი ნივთები ოჯახის სხვა წევრებს (მაგ. ჭურჭელი, პირსახოცი, თეთრეული).
10. დაასუფთავეთ ზედაპირები რომელთაც ხშირად ეხებით — მაგიდა, ჩამრთველი, სახელური. გამოიყენეთ საყოფაცხოვრებო საწმენდი საშუალებები ინსტრუქციის მიხედვით.

რა პირობებს უნდა აკმაყოფილებდეს პაციენტის განსათავსებელი სივრცე

ინფრასტრუქტურა
  • უნდა ჰქონდეს ტელეფონი და სამედიცინო მომსახურებასთან სწრაფი დაკავშირებისთვის საჭირო სხვა საშუალებები;
  • სასმელი წყალი;
  • კანალიზაციის სისტემა;
  • საკვების მოსამზადებელი საშუალება;
  • ელეტქრომომარაგება;
  • გარემოს ადეკვატური განიავება.
განთავსება
  • იზოლირებული ოთახი;
  • ადვილად მისაწვდომი სააბაზანო ოთახი.
ფოტო: Vy Tat / Dribbble
რესურსები
  • საკვები;
  • აუცილებელი მედიკამენტები;
  • სამედიცინო ნიღბები პაციენტებისა და მომვლელისთვის/ოჯახის წევრისთვის;
  • ხელთათმანები;
  • ხელების ჰიგიენური საშუალებები — საპონი, ალკოჰოლზე დამზადებული სანიტაიზერები;
  • საყოფაცხოვრებო დასასუფთავებელი საშუალებები.
ფოტო: iStock
პირველადი ჯანდაცვა და დახმარება
  • მომვლელი პირი;
  • სამედიცინო მომსახურებასა და რჩევებზე წვდომა;
  • სასურველია, ოჯახში არ ცხოვრობდნენ მაღალი რისკის ქვეშ მყოფი პირები.
პროტოკოლის თანახმად, ბინაზე მკურნალობის პერიოდში, მანამ სანამ პაციენტის სიმპტომები სრულად გაუქრება, უწყვეტი კომუნიკაცია უნდა იყოს პაციენტს, სამედიცინო პერსონალსა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის წარმომადგენლებს შორის.
ამასთან, დაავადების თავიდან აცილების მიზნით, მომვლელმა პირმა ყოველდღიურად უნდა ჩაატაროს პრევენციული ზომები:
  • ხელების ხშირი დაბანა;
  • მოერიდოს თვალების, პირისა და ცხვირის შეხებას დაუბანელი ხელებით;
  • ხშირად დაასუფთავოს ზედაპირი და ჩაუტარონ დეზინფექცია.
ფოტო: Lena Datsiuk / iStock
18 ოქტომბრის მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსის 1 192 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. გამოჯანმრთელდა — 233, ხოლო გარდაიცვალა — 8.
ქვეყანაში სულ 17 477 შემთხვევაა დადასტურებული, მათგან, 8 060 პაციენტი უკვე გამოჯანმრთელდა, ხოლო 136 — გარდაიცვალა.
loading...
Обнаружили ошибку или мёртвую ссылку?

Выделите проблемный фрагмент мышкой и нажмите CTRL+ENTER.
В появившемся окне опишите проблему и отправьте Администрации ресурса.

კომენტარები:0

ДОБАВИТЬ КОММЕНТАРИЙ

Введите код:*
reload, if the code cannot be seen

loading...

საიტის შესახებ

Lorem ipsum dolor sit amet, consectetur adipisicing elit, sed do eiusmod tempor incididunt ut labore et dolore magna aliqua. Ut enim ad minim veniam, quis nostrud exercitation ullamco laboris nisi ut aliquip ex ea commodo consequat. Duis aute irure in reprehenderit in voluptate velit esse cillum dolore eu fugiat nulla pariatur.

Популярные категории

საიტის ნავიგაცია

Облако тэгов

ovarad