все шаблоны для dle на сайте newtemplates.ru скачать
0

გაოცებული ვარ ამ კომენტარით — თალაკვაძე კუბილიუსის განცხადებაზე გარეჯთან დაკავშირებით

ნახვები: 386
loading...



პარლამენტის თავმჯდომარემ, არჩილ თალაკვაძემ ანდრიუს კუბილიუსის განცხადებაზე თქვა, გაოცებულია ამ კომენტარით.
"მინდა გამოვეხმაურო ბატონი კუბილიუსის განცხადებას. როგორც მე ვნახე, მან თქვა, რომ დავით გარეჯის თემა, რომელიც დღეს არის საინტერესო საზოგადოებისთვის, სასაცილოაო. ჩვენთვის დავით გარეჯი ნამდვილად არ არის სასაცილო და მე პირადად გაოცებული ვარ ამ კომენტარით. ჩვენთვის ესოდენ მნიშვნელოვანი საკითხს ასეთ შეფასებას აძლევს, მე ვფიქრობ, რომ ეს არის კატეგორიულად მიუღებელი. იმედი მაქვს, რომ ბატონი კუბილიუსი ამ თავის განცხადებაზე გააკეთებს განმარტებებს", — განაცხადა თალაკვაძემ.
კითხვამ ემიჯნება თუ არა კუბილიუსის განცხადებას თალაკვაძე გააღიზიანა და თვითონ კითხვის ავტორ ჟურნალისტს მოსთხოვა პასუხის გაცემა.
"ეს არის პრობლემა ზუსტად. მოდიხართ კითხვით და თქვენი ელემენტარული სამოქალაქო პოზიცია არ გაგაჩნიათ[...] ბოდიშის მოხდას მე კი არა თქვენ უნდა ითხოვდეთ ამაზე, როდესაც დგახართ სვეტიცხოვლის ეზოში და პოზიცია არ გაგაჩნიათ", — თქვა თალაკვაძემ.
რაც შეეხება პოზიციას, პარლამენტის თავმჯდომარემ განაცხადა, რომ არავის მისცემენ უფლებას, დავით გარეჯის, ნებისმიერი კულტურული მემკვიდრეობის და ეროვნული საკითხი სასაცილოდ მოიხსენიოს.
ევროპარლამენტის წევრმა და ევრონესტის საპარლამენტო ასამბლეის თანათავმჯდომარემ, ანდრიუს კუბილიუსმა აზერბაიჯანთან საზღვრის დელიმიტაციის საქმეზე ბრალდებულების დაკავებას სასაცილოს უწოდა. კუბილიუსმა ტვიტერზე დაწერა, რომ ეს მაშინ ხდება, როცა ქართული ოცნება ოპოზიციას რეალური პრობლემებიდან ყურადღების გადატანაში ადანაშაულებ
loading...
Обнаружили ошибку или мёртвую ссылку?

Выделите проблемный фрагмент мышкой и нажмите CTRL+ENTER.
В появившемся окне опишите проблему и отправьте Администрации ресурса.

კომენტარები:0

ДОБАВИТЬ КОММЕНТАРИЙ

Введите код:*
reload, if the code cannot be seen

loading...

საიტის შესახებ

Lorem ipsum dolor sit amet, consectetur adipisicing elit, sed do eiusmod tempor incididunt ut labore et dolore magna aliqua. Ut enim ad minim veniam, quis nostrud exercitation ullamco laboris nisi ut aliquip ex ea commodo consequat. Duis aute irure in reprehenderit in voluptate velit esse cillum dolore eu fugiat nulla pariatur.

Популярные категории

საიტის ნავიგაცია

Облако тэгов

ovarad