все шаблоны для dle на сайте newtemplates.ru скачать
0

4 სახის დახმარება, რომლის შესახებ დღეს გახდა ცნობილი – ნახეთ, გეხებათ თუ არა შეღავათები

ნახვები: 2 230
loading...


დღეს, მთავრობის სხდომაზე პრემიერ მინისტრმა ანტიკრიზისული გეგმის ფარგლებში ახალი სოციალურ დახმარებების შესახებ განაცხადა.

გაგაცნობთ 4 სახის დახმარებას, რომლის შესახებ ინფორმაცია მთავრობამ დღეს გაასაჯაროვა.

  1. მთავრობის გადაწყვეტილებით, ზამთარში კომუნალურ გადასახადებზე სუბსიდია გრძელდება და ოთხი თვის განმავლობაში, ნოემერში, დეკემბერში, იანვარსა და თებერვალში გადასახადის გადახდა არ მოგიწევთ.
ვის დაუფინანსდება კომუნალური გადასახადები?

კომუნალური გადასახადები დაუფინანსდება, მათ ვისაც გახარჯული აქვთ 200 კვტ-ზე და 200 კუბურ მეტრზე ნაკლები. იმ შემთხვევაში, თუ თქვენ 201 კვტ ელექტროენერგია, ან 201 კუბური მეტრი ბუნებრივი აირი გექნებათ გახარჯული, მთავრობის დაფინანსებით ვერ ისარგებლებთ და კომუნალური გადასახადები მთლიანად თქვენი დასაფარი იქნება.

როგორც ცნობილია, თბილისში დასუფთავებისა და წყლის გადასახადი მიბმულია ელექტროენერგიის გადასახადზე. იმ შემთხვევაში, თუ მომხმარებელი გათავისუფლდება ელექტროენერგიის გადასახადისგან, ის ასევე, არ გადაიხდის დასუფთავებისა და წყლის გადასახადს.

თუ მომხმარებელი 200 კვტზე მეტ ელექტროენერგიას მოიხმარს, ის დენის, დასუფთავებისა და წყლის გადასახადს გადაიხდის.

ელექტროენერგია

200 კილოვატზე ნაკლები ელექტროენერგიის მომხმარებელებს სრულად დაუფინანსდებათ გადასახადი.

ანუ, თუ თბილისის შემთხვევაზე ვიმსჯელებთ, სადაც კომპანია „თელასის“ ტარიფების მიხედვით, 101 კილოვატამდე მოხმარებული ელექტროენერგიის გადასახადის ტარიფი 14.5 თეთრს შეადგენს, ხოლო 101 კვტ-დან 301 კვტ-მდე ფასი იზრდება და 18.5 თეთრამდე, მათ ვინც 200 კილოვატს მოიხმარს, საშუალოდ თვეში 37 ლარი.

ბუნებრივი აირი

ასევე, იმ აბონენტებს დაუფინასდებათ გაზის გადასახადი, ვინც 200 კუბურ მეტრზე ნაკლებ ბუნებრივ აირს მოიხმარს.

კომპანია „თბილისი ენერჯის“ ტარიფის მიხედვით, გადასახადი 1 კუბურ მეტრზე 46.15 თეთრს შეადგენს, რაც 200 კუბურ მეტრზე, დაახლოებით, 92 ლარს შეადგენს და მომხმარებელს აღნიშნულ თანხამდე გადასახადი დაუფინანსდება.

  2. თვითდასაქმებულებს, რომელებმაც დოკუმენტაციის პირობები ვერ დააკმაყოფილეს, ერთჯერადი 300-ლარიანი დამხარება მაინც დაერიცხებათ.

  3. ყველა 17 წლამდე ბავშვი ერთჯერადად 200 ლარიან დახმარებას მიიღებს.

  4. სოციალურად დაუცველ სტუდენტებს (ვისაც აქვს 150 000-მდე ქულა) მთავრობა ერთი სემესტრის სწავლის გადასახადს გადაუხდის, ხოლო მათ ვისაც, სტატუსი შეჩერებული ჰქონდათ საფასურის გადაუხდელობის გამო, სახელმწიფო 1 წლის საფასურს დაუფინანსებს.
loading...
Обнаружили ошибку или мёртвую ссылку?

Выделите проблемный фрагмент мышкой и нажмите CTRL+ENTER.
В появившемся окне опишите проблему и отправьте Администрации ресурса.

კომენტარები:0

ДОБАВИТЬ КОММЕНТАРИЙ

Введите код:*
reload, if the code cannot be seen

loading...

საიტის შესახებ

Lorem ipsum dolor sit amet, consectetur adipisicing elit, sed do eiusmod tempor incididunt ut labore et dolore magna aliqua. Ut enim ad minim veniam, quis nostrud exercitation ullamco laboris nisi ut aliquip ex ea commodo consequat. Duis aute irure in reprehenderit in voluptate velit esse cillum dolore eu fugiat nulla pariatur.

Популярные категории

საიტის ნავიგაცია

Облако тэгов

ovarad