все шаблоны для dle на сайте newtemplates.ru скачать
0

“ქართველები ხშირად დასცინოდნენ, ეუბნებოდნენ, თავის “ურჯულო” ქვეყანაში დაბრუნებულიყო” – ქართველ-ინდოელი წყვილის საოცარი სიყვარულის ამბავი…

ნახვები: 4 753
loading...


ალ­ბათ წე­ლი­წად­ზე მე­ტია, რაც ლა­გო­დეხ­ში მცხოვ­რებ რე­ბე­კა ხუ­გა­ევ­ზე ჟურ­ნალ “გზა­ში” გა­მოქ­ვეყ­ნდა სტა­ტია. მკი­თხველს შე­ვახ­სე­ნებ, რომ რე­ბე­კა მემ­ცე­ნა­რე­ო­ბის ბიზ­ნე­სით და­კა­ვე­ბუ­ლი ახალ­გაზ­რდა ქა­ლია, რო­მელ­საც ბევ­რი თაყ­ვა­ნის­მცე­მე­ლი ჰყავ­და ერთი უბ­რა­ლო მი­ზე­ზის გამო – გო­ნი­ე­რი და ლა­მა­ზი ახალ­გაზ­რდა, რო­მე­ლიც ფლობს მცე­ნა­რე­თა ენას…
რე­ბე­კა ახ­ლა­ხან გა­თხოვ­და ინ­დო­ელ ახალ­გაზ­რდა­ზე. სიყ­ვა­რუ­ლის ამ ამ­ბავს სა­ინ­ტე­რე­სო დე­ტა­ლე­ბი აქვს და “გზა” სი­ა­მოვ­ნე­ბით უთ­მობს ყუ­რა­დღე­ბას წყვილს, რო­მე­ლიც გა­მორ­ჩე­უ­ლია ბევ­რი რა­მით. მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ რავ­ნი­ტი ქარ­თუ­ლად გა­მარ­თუ­ლად ლა­პა­რა­კობს, მა­ინც რე­ბე­კას­თან გა­სა­უბ­რე­ბა ვამ­ჯო­ბი­ნეთ.
– ვინ არის შენი მე­უღ­ლე და სა­ი­დან მოხ­ვდა სა­ქარ­თვე­ლო­ში?
– ჩემი მე­უღ­ლეა რავ­ნიტ კან­გი, 30 წლის. და­ი­ბა­და ინ­დო­ე­თის პენ­ჯა­ბის შტატ­ში. ამ შტატს აქვს სა­კუ­თა­რი ენა და დამ­წერ­ლო­ბა. რავ­ნი­ტი 18 წლამ­დე ცხოვ­რობ­და ინ­დო­ეთ­ში. სკო­ლის დამ­თავ­რე­ბის შემ­დეგ, წა­ვი­და ავ­სტრა­ლი­ა­ში, სა­დაც 4 წელი ის­წავ­ლა. დამ­თავ­რე­ბუ­ლი აქვს კემ­ბრი­ჯის სა­ერ­თა­შო­რი­სო უნი­ვერ­სი­ტე­ტი. სწავ­ლის პე­რი­ოდ­ში მუ­შა­ობ­და სტუ­დენ­ტურ სა­მუ­შა­ო­ებ­ზე, რი­თაც გა­და­სა­ხა­დებს იხ­დი­და. სწავ­ლის დას­რუ­ლე­ბის შემ­დეგ ინ­დო­ეთ­ში, მშობ­ლებ­თან მო­უ­წია დაბ­რუ­ნე­ბამ, რად­გან ავ­სტრა­ლი­ა­ში ცხოვ­რე­ბა ძა­ლი­ან ძვი­რი ჯდე­ბო­და. მერე და­ი­წყო ისე­თი ქვეყ­ნის ძებ­ნა, სა­დაც გახ­დე­ბო­და ფერ­მე­რი და იცხოვ­რებ­და სიმ­შვი­დე­ში. ინ­ტერ­ნეტ­ში ძი­ე­ბი­სას შე­არ­ჩია ეთი­ო­პია, მაგ­რამ მას შემ­დეგ, რაც მა­მა­მის­მა სა­ქარ­თვე­ლო­ზე წა­ი­კი­თხა სტა­ტია, მან ურ­ჩია რავ­ნიტს ამ ქვე­ყა­ნა­ში წა­მოს­ვლა: ქრის­ტი­ა­ნი და წე­სი­ე­რი ხალ­ხია, მშვი­დო­ბის მოყ­ვა­რუ­ლი, ეთი­ო­პია კი სავ­სეა კრი­მი­ნა­ლე­ბი­თო. თავ­და­პირ­ვე­ლად რავ­ნი­ტი მარ­ტო აპი­რებ­და ჩა­მოს­ვლას, მაგ­რამ სა­ქარ­თვე­ლო­ზე ინ­ფორ­მა­ცი­ის მო­ძი­ე­ბის შემ­დეგ, უკე­თე­სი ცხოვ­რე­ბის მო­ლო­დი­ნით, მშობ­ლებ­მაც გა­და­წყვი­ტეს, წა­მო­სუ­ლიყ­ვნენ მას­თან ერ­თად. 2012 წელს ჩა­მო­ვიდ­ნენ სა­ქარ­თვე­ლო­ში, მი­ზე­რუ­ლი თან­ხით ხელ­ში, ისიც რავ­ნი­ტის წლე­ბის ნაგ­რო­ვე­ბი იყო. ქარ­თველ­მა აგენ­ტმა კი, ვინც ჩა­მოს­ვლა­ში ეხ­მა­რე­ბო­და, და­პი­რე­ბა არ შე­უს­რუ­ლა, მო­ტყუ­ე­ბით მი­ით­ვი­სა წი­ნას­წარ გა­დახ­დი­ლი ფული და გა­უ­ჩი­ნარ­და.
სა­ქარ­თვე­ლო­ში არა­ვინ და­ინ­ტე­რეს­და ოჯა­ხის პრობ­ლე­მით, ენაც არა­ვინ იცო­და, ვერც ვე­რა­ვის სთხო­ვეს დახ­მა­რე­ბა და დარ­ჩნენ სა­ცხოვ­რე­ბე­ლი ფარ­თო­ბის გა­რე­შე. პირ­ვე­ლი იმედ­გაც­რუ­ე­ბის მი­უ­ხე­და­ვად, რავ­ნიტ­მა რწმე­ნა არ და­კარ­გა. მიზ­ნად ქარ­თუ­ლი ენის სწავ­ლა და­ი­სა­ხა. 2 თვე­ში ის­წავ­ლა ქარ­თულ-ინ­გლი­სუ­რი ლექ­სი­კო­ნი­დან იმ­დე­ნი, რომ ქარ­თუ­ლად ამე­ტყველ­და, შეძ­ლო კი­თხვა და აზ­რის გა­მო­ტა­ნა. ამის შემ­დეგ და­ი­წყო ქარ­თვე­ლი მაკ­ლე­რის ძი­ე­ბა, რო­მე­ლიც სა­ცხოვ­რე­ბელ ფარ­თობს მო­უ­ძებ­ნი­და. მაკ­ლერ­მა სახ­ლი წნო­რის სა­ქო­ბო­ში მო­უ­ძებ­ნა, თუმ­ცა ის თან­ხა, რა­საც ითხოვ­და, არ აღ­მო­აჩ­ნდათ. რავ­ნი­ტი მიხ­ვდა, რომ შუ­ა­მა­ვა­ლი მათ მო­ტყუ­ე­ბას აპი­რებ­და; თქვა, ღმერ­თი არ გამ­წი­რავს ამ ქრის­ტი­ა­ნი ხალ­ხის ქვე­ყა­ნა­შიო და თვი­თონ წა­ვი­და სახ­ლის მე­პატ­რო­ნის სა­ნა­ხა­ვად. სახ­ლი და მიწა იმ დღეს­ვე გა­ი­ფორ­მეს და ასე და­სახ­ლდნენ კან­გე­ბი სო­ფელ სა­ქო­ბო­ში. სახ­ლი ისეთ და­ბალ თან­ხად იყი­დეს, ფუ­ლიც კი დარ­ჩათ, რი­თაც ად­გი­ლობ­რი­ვე­ბის­გან მიწა და პა­ტა­რა ტრაქ­ტო­რიც შე­ი­ძი­ნეს. ქარ­თვე­ლე­ბი ხში­რად დას­ცი­ნოდ­ნენ და შე­უ­რა­ცხყო­ფას აყე­ნებ­დნენ მის ეროვ­ნე­ბას, შემ­დეგ საქ­მი­ა­ნო­ბას უკ­რი­ტი­კებ­დნენ. ეუბ­ნე­ბოდ­ნენ, რომ ის აქ ვე­რა­ფერს მო­იყ­ვან­და თა­ვი­სი პა­ტა­რა ტრაქ­ტო­რით და ჯობ­და, თა­ვის “ურ­ჯუ­ლო” ქვე­ყა­ნა­ში დაბ­რუ­ნე­ბუ­ლი­ყო. ბევ­რმა ატ­კი­ნა გული, ბევ­რმა შეძ­ლო მისი მო­ტყუ­ე­ბა, მისი ნაშ­რო­მი ფუ­ლის შეჭ­მა, მაგ­რამ იმე­დი არას­დროს და­უ­კარ­გავს. დრო გა­დი­ო­და, რავ­ნი­ტი და მისი ოჯა­ხი კი უფრო მყა­რად დგე­ბო­და ფეხ­ზე. რავ­ნიტს არ უყ­ვარს წარ­სუ­ლის გახ­სე­ნე­ბა, თუმ­ცა ვფიქ­რობ, ნამ­დვი­ლად სა­ა­მა­ყოა ის, რისი გა­კე­თე­ბაც 23 წლის ბიჭ­მა მის­თვის სრუ­ლი­ად უცხო ქვე­ყა­ნა­ში, ყვე­ლას­გან და­უხ­მა­რებ­ლად შეძ­ლო. რამ­დე­ნი­მე წლის შემ­დეგ ჩა­ა­ბა­რა თბი­ლი­სის სამ­ხატ­ვრო აკა­დე­მი­ა­ში იმ მიზ­ნით, რომ გამ­ხდა­რი­ყო დი­ზა­ი­ნე­რი, და­ამ­თავ­რა 2 კურ­სი, თუმ­ცა შემ­დეგ ვე­ღარ შეძ­ლო სწავ­ლის ორ­მა­გი სა­ფა­სუ­რის გა­დახ­და და ფი­ნან­სუ­რი პრობ­ლე­მის გამო, სას­წავ­ლე­ბე­ლი და­ტო­ვა. სო­ფელ­ში დაბ­რუნ­და მშობ­ლებ­თან და მი­წის და­მუ­შა­ვე­ბას მიჰ­ყო ხელი.
– თქვე­ნი სიყ­ვა­რუ­ლის ამ­ბა­ვი რო­გორ და­ი­წყო?
– ჩვე­ნი სიყ­ვა­რუ­ლი რო­მან­ტი­კუ­ლი ჟან­რის ფილ­მის სცე­ნარს ჰგავს. სხვა­თა შო­რის, თქვე­ნი ჟურ­ნა­ლი ამ ის­ტო­რი­ის მთა­ვა­რი მო­ტი­ვა­ტო­რია: რომ არა თქვენ, ის ჩემ­ზე ინ­ფორ­მა­ცი­ას ვერ გა­ი­გებ­და. ერთი წლის წინ ჩემ­ზე სტა­ტია და­წე­რეთ. სწო­რედ ამ სტა­ტი­ის წა­კი­თხვის შემ­დეგ და­ინ­ტე­რეს­და ჩე­მით. რო­გორც რავ­ნი­ტი ამ­ბობს, ყვე­ლა­ზე დიდი სიმ­პა­თია ჩემ­მა გა­და­წყვე­ტი­ლე­ბამ და ცხოვ­რე­ბის სტილ­მა გა­მო­იწ­ვია. წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში მას სა­ქარ­თვე­ლო­ში მხო­ლოდ ისე­თი გო­გო­ნე­ბი შეხ­ვედ­რია, ვინც სო­ფელ­ში მი­წა­ზე მუ­შა­ო­ბას თა­კი­ლო­ბენ და ქა­ლაქ­ში ცხოვ­რე­ბის გამო არა­ფერს დათ­მო­ბენ. სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში მო­ძებ­ნა ჩემი გვერ­დი და და­კავ­ში­რე­ბა სცა­და, თუმ­ცა მისი პირ­ვე­ლი ცდა უშე­დე­გოდ დას­რულ­და. თქვე­ნი სტა­ტი­ის და­ბეჭ­ვდის შემ­დეგ ძა­ლი­ან ბევ­რი უცხო ადა­მი­ა­ნი მწერ­და, გან­სა­კუთ­რე­ბით მა­მა­კა­ცე­ბი. უკვე იმ­დე­ნად ვი­ყა­ვი გა­დაღ­ლი­ლი, წა­კი­თხვის გა­რე­შე ყვე­ლას ერ­თი­ა­ნად ვშლი­დი, მის მო­წე­რილ შე­ტყო­ბი­ნე­ბა­საც ეს ბედი ეწია. რამ­დე­ნი­მე თვის შემ­დეგ ტაქ­ტი­კა შეც­ვა­ლა – მცე­ნა­რე­ებ­ზე მკი­თხა, რა­ზეც პა­სუ­ხიც მი­ი­ღო. პირ­ვე­ლად და­უ­კი­თხა­ვად მეს­ტუმ­რა ბაღ­ში. უბ­რა­ლოდ მო­ად­გა ჩემს ეზოს, ინ­დუ­რი ბოსტნე­უ­ლის თეს­ლით ხელ­ში. ჩვე­ნი შეხ­ვედ­რა ისე­თი სა­სა­ცი­ლო და სპონ­ტა­ნუ­რი იყო, ცხოვ­რე­ბის ბო­ლომ­დე გამ­ყვე­ბა იმ დღის ემო­ცი­ე­ბი. მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ პირ­ვე­ლად ვნა­ხეთ ერ­თმა­ნე­თი, ორი­ვეს ისე­თი შთა­ბეჭ­დი­ლე­ბა დაგ­ვრჩა, თით­ქოს კარ­გა ხა­ნია, ერ­თმა­ნეთს ვიც­ნობ­დით… ამ დღის შემ­დეგ ხში­რად მო­დი­ო­და, ხან რისი ნერ­გი მოჰ­ქონ­და, ხან რისი თეს­ლი. მო­სას­ვლე­ლად სე­რი­ო­ზუ­ლი მი­ზე­ზი არ ელე­ო­და, “სხვა” მიზ­ნით კი მიხ­ვდა, რომ არ ვნა­ხავ­დი. სა­შინ­ლად დიდი ტრავ­მა იყო ჩემ­თვის პირ­ვე­ლი ოჯა­ხის დან­გრე­ვა და არ ვგეგ­მავ­დი ახა­ლი ურ­თი­ერ­თო­ბის და­წყე­ბას. შემ­დეგ ერ­თად და­ვი­წყეთ მუ­შა­ო­ბა, რად­გან მე მძღო­ლი მჭირ­დე­ბო­და, მას კი – ვი­თომ სამ­სა­ხუ­რი. სი­ნამ­დვი­ლე­ში მისი მი­ზა­ნი ჩემ­თან და­ახ­ლო­ე­ბა ყო­ფი­ლა. ხში­რი სა­უბ­რით და ვი­თომ საქ­მი­ა­ნი ურ­თი­ერ­თო­ბით შე­მაყ­ვა­რა თავი.
როგორია საქართველოსადმი მეუღლის დამოკიდებულება ზოგადად?
– 8 წლის წინ ჩამოვიდა პირველად და ჩამოსვლის დღიდან შეყვარებულია ამ ქვეყანაზე; მისთვის წარმოუდგენელია სხვა ქვეყანაში ცხოვრება. რომ ვეკითხები, რა გიყვარს საქართველოში-მეთქი? – თავისუფლებაო, – მპასუხობს. მე აქ ვიგრძენი პირველად, რომ ვარ თავისუფალიო. მისმა პასუხმა მეც კი დამაფიქრა და ვკითხე, რა შუაშია თავისუფლება საქართველოსთან-მეთქი? მიპასუხა: “შუაში კი არა, თავშია, განა არსებობს კიდევ სადმე ასეთი ბუნების, ბარაქიანი მიწის და გადასახადებისგან თავისუფალი ქვეყანაო?! გამეცინა, თუმცა, რომ დავფიქრდეთ, სრული სიმართლეა! არსად არის ის თავისუფლება, რაც ჩვენს ქვეყანაში გვაქვს.
– რავნიტის საყვარელი ფრაზა ქართულად და ქართულ-ინდური სამზარეულოსადმი დამოკიდებულება…
– რავნიტის საყვარელი ფრაზა და ცხოვრების კრედოა: “შენი ბრალი არ არის, თუ ღარიბი დაიბადე, მაგრამ თუ ღარიბი მოკვდები, შენი ბრალია!” კულინარია მისი ერთ-ერთი ჰობია. ძალიან უყვარს სამზარეულოში ფუსფუსი. უნდა გამოგიტყდეთ, რომ ჩემზე გემრიელ კერძებს ამზადებს, თუმცა, მთლად ვერ მჯობნის (იღიმება)… მასწავლის ინდური კერძების მომზადებას. ისე შემიყვარდა ინდური სამზარეულო, ქართულს უკვე ძალიან იშვიათად ვაკეთებ. საერთოდ, ჭამის მოყვარული კაცია, ყველა ქართული კერძი მოსწონს, ყველაზე მეტად შეუყვარდა მწვადი, ხაჭაპური და ხინკალი, ნიჭიერი და მოხერხებული ადამიანია, ყველაფერი გამოსდის. ძალიან კარგად ხატავს, კერავს, ამზადებს, აკეთებს საკუთარი დიზაინის ავეჯს და ა.შ. რავნიტი ჩვენს სახლს თბილისში საკუთარი ხელით ააშენებს. დიდ პატივს სცემს მშობლებს და საერთოდ, მასზე უფროსებს. არ სვამს, თამბაქოს არ ეწევა და ჩემთვის იდეალური მამაკაცია, ამიტომ, როცა ამბობენ, ფულის გამო მიჰყვებიან უცხოელებსო, ეს მცდარი და საშინელი აზრია!
P.S. წინასწარ ძნელია განსაზღვრო მკითხველების რეაქცია, მაგრამ ერთი რამ უდავოა ამ ამბავში – სიყვარულს წინ ვერაფერი დაუდგება!
loading...
Обнаружили ошибку или мёртвую ссылку?

Выделите проблемный фрагмент мышкой и нажмите CTRL+ENTER.
В появившемся окне опишите проблему и отправьте Администрации ресурса.

კომენტარები:0

ДОБАВИТЬ КОММЕНТАРИЙ

Введите код:*
reload, if the code cannot be seen

loading...

საიტის შესახებ

Lorem ipsum dolor sit amet, consectetur adipisicing elit, sed do eiusmod tempor incididunt ut labore et dolore magna aliqua. Ut enim ad minim veniam, quis nostrud exercitation ullamco laboris nisi ut aliquip ex ea commodo consequat. Duis aute irure in reprehenderit in voluptate velit esse cillum dolore eu fugiat nulla pariatur.

Популярные категории

საიტის ნავიგაცია

Облако тэгов

ovarad