все шаблоны для dle на сайте newtemplates.ru скачать
0

სასწრაფოდ! ამ წუთებში ხდება ცნობილი უდიდესი სკანდალი „ქართული ოცნება“ რუსულ სპეცსამსახურებთან ღიად თანამშრომლობს“ – ФСБ-ს მკვლევარებთან დადებული ხელშეკრულება 2020 წლის არჩევნებისთვის

ნახვები: 1 075


ვის ათვლევინებს ხმებს „ქართული ოცნება“ 2020 წლის არჩევნებში და რატომ გახდა იძულებული ტვ „იმედი“, სკანდალებით ცნობილ Gallup international-თან ხელშეკრულება, რამდენიმე დღის წინ, კორონავირუსის საბაბით შეეჩერებინა, რომლის ვიცე-პრეზიდენტიც რუსეთის უშიშროების ოფიცერია.
„ნიუპოსტი“ ჯერ კიდევ 2016 წლის საპარლამენტო არევნების წინ წერდა, რომ მაშინ 8 ოქტომრის არჩევნებში კრემლის პირადი სოციოლოგები ერთვებოდნენ. მაშინ Gallup international-თან თანამშრომლობა კომპანა გორბის მეშვეობით ხდებოდა, ხოლო კამპანიის წარმოებას კი უშუალოდ ელენა ბაშკიროვა ხელმძღვანელობდა, რომელიც საერთაშორისო კვლევით კომპანიებში ცნობილია, როგორც პუტინის და რუსეთის სპეცსამსახურების პირადი მკვლევარი.
Gallup international-ს, რომელსაც ტვ „იმედმა“ ვრცელი სიუჟეტი მიუძღვნა და გლობალურ მსოფლიო კვლევით ორგანიზაციად მოიხსენიებდა, არაფერ აქვს საერთო Gallup-თან. Gallup-ი ამერიკის უმსხვილესი კვლევითი კომპანიაა, რომელიც Gallup international-ს სახელის გამოყენებისთვის სასამართლოში მრავალი წელია უჩივის და არაერთი დავა აქვს მოგებული.
ქართული ოცნების თანამშრომლობა რუსულ სპეცსამსახურებთან დაკავშირებულ მარკეტინგულ კომპანიებთან კვლავაც გრძელდება, თუმცა როგორც „ნიუპოსტისთვის“ გახდა ცნობილი, ამ ეტაპზე ხელშეკრულება, რომელი ტვ იმედთან ჰქონდა Gallup international-ს გაფორმებული, სწორედ იმ მიზეზით ჩავარდა, რომ უცხოური ორგანიზაციების მხრიდან Gallup international-ის საქართველოში გამოჩენამ კვლავაც უკმაყოფილება გამოიწვია და მათი მხრიდან ცალსახად აღნიშნა, რომ აღნიშნული ორგანიზაციის მიერ დათვლილ ხმებს ისინი არ ენდობოდნენ.
ვინ არის ანდრეი მილეხინი, რომელიც რუსული კომპანია „რომირის“ ვიცე-პრეზიდენტია, ხოლო „რომირი“ თავად არის კომპანია Gallup international-ის ერთერთი თანადამფუძნებელი, რომლიც ვიცე-პრეზიდენტიც ასევე მილეხინია.
მილეხინი რუსეთის სოციოლოგიური და მარკეტინგული კვლევების ბაზრის ერთთერთი დამაარსებელია. აქვს ანალიტიკოსად, მკვლევარად , სოციოლოგად და პოლიტოლოგად მუშაობის 30 წელზე მეტის გამოცდილება
იდგა ბაზრის ისეთი სეგმენტების განვითარების სათავეებთან, რიოგორიცაა ელექტრონული კვლევები, პიპლმეტრია, ონლაინ კვლევები, მომხმარებელთა ქცევის შესწავლა.
ის არის სოციოლოგიურ მეცნიერებათა დოქტორი, ფსიქოლოგიურ მეცნიერებათა კანდიდატი, მგუ-ს პროფესორო, სამეცნიერო კვლევის ავტორი, სოციოლოგიაში, ფსიქოლოგიაში მარკეტინგში და მედიაგაზომვებში.
დაამთავრა ლენინგრადის სახელმწიფო უნივერსიტეტი და კიევის კგბ-ს უმაღლესი სკოლა.
ვინ არის Gallup international-ი და რატომ რთავს ქართული ოცნება რუსულ პეცსამსახურებს „ქართულ არჩევნებში“, ამ კითხვით „ნიუპოსტმა“ დიმიტრი შაშკინს მიმართა, რომელიც წლების განმავლობაში ამერიკის საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის ქართული ოფისის ხელმძღვანელი იყო და უშუალოდ თანამშრომლობდა ამერიკულ კომპანია Gallup-თან, რომელის საქართველოში IRI-ის დაკვეთის საქართველოში სოციოლოგიურ კვლევებს წლების განმავლობაში ატარებდა.
„ქართული ოცნება“ დიდი ხანია თანამშრომლობს რუსულ სოციოლოგიურ კომპანიებთან და წელსაც წინასაარჩევნოდ მათ დადეს ხელშეკრულება და შემდეგ გაწყვიტეს.
მათ დადეს ხელშეკრულება კომპანია Gallup international -თან და სამთავრობო არხების მეშვეობით მიმდინაეობდა გარეკლამება იმისა, რომ ეს არის მსოფლიოში წამყვანი სოციოლოგიური კომპნია Gallup -ი.
ეს არის ტყუილი, ნამდვილი გელაპი არის მართლაც ფლაგმანი მსოფლიო ბაზარზე. დიდი ხანია ცნობილია, რომ Gallup-ს სასამართლო დავა აქვს და უგებს პროცესებს Gallup international-ს, თუმა ეს კომპანია მაინ ახერხებს სხვადასვხვა ქვეყანაში საქმიანობას.
საქართველოში ტვ „იმედმა“ ორი თვის წინ დადო ხელშეკრულება Gallup international -თან, რომლის მიზანი წინასაარჩევნო კვლევების ჩატარება იყო, თუმცა „იმედმა“ ხელშეკრულება გაწყვიტა და ამის მიზეზი გახლავთ სწორედ ის, რომ საერთაშორისო ორგანიზაციებმა ცალსახად განაცხადეს, რომ ისინი არ აღიარებენ აღნიშნული კომპანიის მიერ ჩატარებული კვლევის შედეგებს.
ქართული ოცნება, 2003 წელს მოქალაქეთა კავშირის მსგავსად იქცევა და ემზადება გაყალბებისთვის, თუმცა ეს არ გამოუვათ ცხადია. დღეს 2020 წელია და ინფორმაცია ძალიან სწრაფად ვრცელდება და სწორედ ამის გამოც გააუქმეს ხელშეკრუება „იმედმა და „ქართლმა ოცნებამ“.
Gallup international -ის დამფუძნებელი და ვიცე-პრეზიდენტი ანდრეი მილეხინი არის ადამიანი, რომელმაც დაამთავრა კგბ-ს სკოლა და ის ჩეულებრივი რუსეთის უშიშროების ოფიცერია. რუსული კომპანია „რომირი“ არის გელაპ ინტერნეიშენალის ერთერთი დმფუძნებელი, რომლის ვიცე-პრეზიდენტიც ასევე არის მილეხინი“ – აცხადებს დიმიტრი შაშკინი.
მისი თქმით, „ქართული ოცნების“ უცხოელი პარტნიორებისთვის თვალის ახვევა იყო, რასაც ხელისუფლება მასთან აფილირებული მედიასაშუალებებისა და Gallup international -ის მეშვეოობით განახორციელებდა.
„მას შემდეგ რაც „იმედმა“ შემოიყვანა კომპანია და დადეს განცხადება, რომ Gallup international ჩაატარენდა კვლევებს, ბუნებრივია მოჰყვა რეაქცია, მათ შორის, უცხოელების ხმრიდან და თქცენს, რომ Gallup international -ს არ აქვს ნდობა. ცხადია, „იმედი“ იძულებული გახდა გაეუქმებინა ხელშეკრულება Gallup international -თამ, რადგან ამით ვერავის დააბრმავებდა. ფაქტია ვერმოხეხდდა უცხოელებისთვის თვალის ახვევა“ – აცხადებს შაშკინი.
ყოფილი მაღალჩინოსანი, რომელიც აშშ-ის საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტში საქმიანობის შემდეგ, საქართველოს განათლებისა და თავდაცვის მინისტრის პოსტებს იკავებდა, ამბობს, რომ ეს არის ღია თანამშრომლობა რუსულ სპეცსამსახურებთან, რომლის მაგალითად შაშკინს, 2013 წელს რუსეთისვის ქართველი ოფიცრების მონაცემების გადაცემას ასახელებს.




Обнаружили ошибку или мёртвую ссылку?

Выделите проблемный фрагмент мышкой и нажмите CTRL+ENTER.
В появившемся окне опишите проблему и отправьте Администрации ресурса.

კომენტარები:0

ДОБАВИТЬ КОММЕНТАРИЙ

Введите код:*
reload, if the code cannot be seen

საიტის შესახებ

Lorem ipsum dolor sit amet, consectetur adipisicing elit, sed do eiusmod tempor incididunt ut labore et dolore magna aliqua. Ut enim ad minim veniam, quis nostrud exercitation ullamco laboris nisi ut aliquip ex ea commodo consequat. Duis aute irure in reprehenderit in voluptate velit esse cillum dolore eu fugiat nulla pariatur.

Популярные категории

საიტის ნავიგაცია

Облако тэгов

ovarad