все шаблоны для dle на сайте newtemplates.ru скачать
0

რა ვიცით COVID-19-ის იმ ვაქცინების შესახებ, რომელთა საქართველოში შემოტანაც განიხილება

ნახვები: 146



ინფექციური საავადმყოფოს დირექტორის, თენგიზ ცერცვაძის განცხადებით,  საქართველოში ორი ვაქცინის შემოტანას განიხილავენ, მათ შორის ერთ-ერთი კორონავირუსის ჩინური ვაქცინაა.


„ლაპარაკია, ორი ვაქცინის შემოტანაზე ჩვენთან: AstraZeneca-სა და ერთ-ერთი ჩინურის. ჩინეთს აქვს 5 ვაქცინა და ერთ-ერთზე არის ლაპარაკი. მინდა გითხრათ, რომ მსოფლიოში ჩინური ვაქცინის რეიტინგი საკმაოდ მაღალია.


ჩინურ ვაქცინას მაღალი ნდობა აქვს. სხვა თუ არაფერი, იქ გაჩნდა ეს ინფექცია და მათ ყველაზე კარგად იციან ამ ვირუსის სტრუქტურა და მისი თავისებურებები და სულ არ გამიკვირდება, რომ ჩინურმა ვაქცინამ ყველას აჯობოს. მათ ამისთვის ბევრი დრო ჰქონდათ, იმასაც ამბობენ, რომ წინასწარ იცოდნენ ამ ვირუსის არსებობა და დიდი ხანია ამ ვაქცინაზე მუშაობენ, ამიტომ ჩინური ვაქცინა ხელწამოსაკრავი არ იქნება”,- განაცხადა ცერცვაძემ „ფორმულას“ ეთერში.

|რა ვიცით ჩინური ვაქცინების შესახებ

ჩინეთმა Sinopharm-ს მიერ შემუშავებული კორონავირუსის ვაქცინა საყოველთაო მოხმარებისთვის 31 დეკემბერს დაამტკიცა.
ჩინური ფარმაცევტული კომპანია Sinopharm-მა  ვაქცინის გამოცდის მესამე კლინიკური ფაზის შედეგებზე დაყრდნობით აცხადებს, რომ კოვიდის ვაქცინა 79.34%-ით ეფექტურია.
Sinopharm-ის ვაქცინის გარდა, ჩინეთს კოვიდის ვაქცინის კიდევ 4 კანდიდატი ყავს, რომლებმაც მესამე კლინიკური ფაზას მიაღწიეს და რომელთა კვლევაც კვალავ მიმდინარეობს.

|რამდენად უსაფრთხოა Sinopharm-ის ვაქცინა?

Sinopharm-ის აღმასრულებელი დირექტორის განცხადებით, კვლევის მესამე ფაზაში მონაწილეობა 60 000-მა ადამიანმა მიიღო. თუმცა, კვლევის შესახებ დეტალური ინფორმაცია არ გამოქვეყნებულა.
ჩინეთის წამლის მარეგულირებელი ორგანოს წარმომადგენლის, ზენგ იქსინის განცხადებით, ვაქცინის დამტკიცების მიუხედავად, კლინიკური კვლევები კვლავ მიმდინარეობს და ფარმაცევტული კომპანია ვალდებულია მიღებული მონაცემები ხელისუფლებას წარუდგინოს.
იმ ადამიანების 0,1%-ს რომლებსაც Sinopharm-ს კორონავირუსის ვაქცინა უკვე  გაუკეთეს, უმნიშვნელო სიცხე დაუფიქსირდათ.
ზენგ იქსინის განცხადებით, მილიონში ორ ადამიანს „სერიოზული გვერდით რეაქციები“ განუვითარდა, როგორიცაა ალერგია.
ჩინეთი გეგმავს, რომ თებერვლამდე ადგილობრივი წარმოების ვაქცინით 50 მილიონი ადამიანი აცრას. ქვეყნის ეროვნული ჯანდაცვის კომისიის წარმომადგენლის განცხადებით, ვაქცინა მოსახლეობისთვის უფასო იქნება.
თავდაპირველად ვაქცინით ჯანდაცვის სფეროს წარმომადგენლები აიცრებიან. შემდეგ კი ასაკოვნებსა და იმ ადამიანებს აცრიან, რომლებსაც თანმხლები დაავადებები აქვთ.

|ჩინეთის გლობალური წარმოების ცენტრი

ჩინეთს ვაქცინის მასობრივი წარმოებისთვის და რეგიონში განაწილებისთვის საკმაოდ დიდი რესურსი და შესაბამისი ინფრასტრუქტურა აქვს.
ჩინეთის ლიდერები აცხადებენ, რომ განვითარებად ქვეყნებს წარმატებულ ვაქცინაზე პრიორიტეტული წვდომა ექნებათ.
ჩინეთის პრემიერ-მინისტრის განცხადებით, სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიის ზოგიერთ ქვეყანას ვაქცინის მიღების თვალსაზრისით განსაკუთრებული პრიორიტეტი მიენიჭებათ, მათ შორის კამბოჯას, ლაოსს, მიანმარს, ტაილანდსა და ვიეტნამს.
ვაქცინის მასობრივი წარმოებისთვის საჭირო რესურსების ქონა ნიშნავს იმას, რომ ჩინეთს ისეთი ვაქცინების წარმოებაც შეუძლია, რომლებიც სხვა ქვეყნებმა შეიმუშავეს. მაგალითად, კომპანია Shenzhen Kangtai Biological Products-მა ჩინეთთან Oxford-AstraZeneca ვაქცინის მილიონობით დოზის წარმოებაზე შეთანხმება უკვე გააფორმა.

|Oxford-AstraZeneca-ს კორონავირუსის ვაქცინა

ინფექციური საავადმყოფოს დირექტორის, თენგიზ ცერცვაძის განცხადებით, საქართველოში AstraZeneca-ს კორონავირუსის ვაქცინის შემოტანასაც განიხილავენ.
რა ვიცით Oxford-AstraZeneca-ს კორონავირუსის ვაქცინაზე
BBC-ის ინფორმაციით, Oxford-AstraZeneca-ს კორონავირუსის ვაქცინის დასამზადებლად მეცნიერებმა გრიპის ვირუსის სუსტი ფორმა, ე.წ. ადენოვირუსი გამოიყენეს.
მეცნიერებმა ადენოვირუსს ფორმა შეუცვალეს, რათა უფრო მეტად მიემსგავსებინათ კორონავირუსისთვის.
ვაქცინა ადამიანის იმუნურ სისტემას ანტისხეულების გამომუშავებისკენ უბიძგებს, რათა ინფიცირების შემთხვევაში, ვირუსის დამარცხება ადვილად მოხდეს.

|რამდენად ეფექტურია

კვლევებმა აჩვენა, რომ Oxford-AstraZeneca-ს კორონავირუსის ვაქცინა უსაფრთხოა და მას იმუნური რეაქციის პროვოცირება ყველა ასაკის ადამიანში, მათ შორის 55 წელს გადაცილებულებშიც, შეუძლია.
AstraZeneca-ში აცხადებენ, რომ მათი ვაქცინა კორონავირუსის ახალი ფორმის მიმართაც, რომელიც თავდაპირველად ბრიტანეთში აღმოაჩინეს, სავარაუდოდ, ეფექტური უნდა იყოს.
დიდმა ბრიტანეთმა, მექსიკამ, ინდოეთმა Oxford-AstraZeneca-ს კორონავირუსის ვაქცინა საყოველთაო მოხმარებისთვის უკვე დაამტკიცა.
 
ავტორი: ნინი ტაველიძე, საინფორმაციო სააგენტო PTN.ge
მომზადებულია CNN-ისა და BBC-ის მიხედვით
Обнаружили ошибку или мёртвую ссылку?

Выделите проблемный фрагмент мышкой и нажмите CTRL+ENTER.
В появившемся окне опишите проблему и отправьте Администрации ресурса.

კომენტარები:0

ДОБАВИТЬ КОММЕНТАРИЙ

Введите код:*
reload, if the code cannot be seen

საიტის შესახებ

Lorem ipsum dolor sit amet, consectetur adipisicing elit, sed do eiusmod tempor incididunt ut labore et dolore magna aliqua. Ut enim ad minim veniam, quis nostrud exercitation ullamco laboris nisi ut aliquip ex ea commodo consequat. Duis aute irure in reprehenderit in voluptate velit esse cillum dolore eu fugiat nulla pariatur.

Популярные категории

საიტის ნავიგაცია

Облако тэгов

ovarad