все шаблоны для dle на сайте newtemplates.ru скачать
0

"ეეჰ კრისწინკა, ზოგჯერ, მეშინია, რომ არ ვიყო…” – რას წერდა უკანასკნელ დღეებში გიორგი ბერიძე თავის ვირტუალურ მეგობარს

ნახვები: 49


დღეს დილით გარდაიცვალა 17 წლის გიორგი ბერიძე, რომელსაც დილატაციური კარდიომიოპათია ჰქონდა და გულის გადანერგვას საჭიროებდა. გიორგის დასახმარებლად ანგარიშის ნომერი დეკემბრის ბოლოს გამოქვეყნდა.
ინფორმაციას გიორგის გარდაცვალებაზე 17 წლის ქრისტინე ხაბეიშვილი გვატყობინებს, რომელიც თავის ბათუმელ თანატოლს მხოლოდ სოციალური ქსელის მეშვეობით იცნობდა.

როგორც ქრისტინე "პრაიმტაიმთან" ყვება მძიმე დიაგნოზის მქონე თანატოლის შესახებ მას “ფეისბუქით” ამცნეს და მეგობრებთან ერთად მის დასახმარებლად მზად იყო.
ქრისტინე ხაბეიშვილი: – მე და ჩემს მეგობარს, შაკო შოშიაშვილს გვსურს საქველმოქმედო ფონდის “მადლის ყულაბის” შექმნა, რომ შეჭირვებულ ოჯახებსა და იმ ადამიანებს დავეხმაროთ, ვისაც გადაუდებელი ოპერაციები სჭირდებათ. გვეხმარება ნინი ჯანაშვილიც. პირველი ეტაპისთვის ჩვენი სოციალური ქსელები გამოვიყენეთ, ჩავრთეთ ლაივები და საზოგადოებას ორი ადამიანის დახმარებისკენ მოვუწოდეთ. დეკემბრის ბოლოს ვიყავით ლაგოდეხში, სადაც სოციალურად დაუცველ ოჯახს ვსტუმრობდით. ხუთი პატარადან, ერთს ანემია აქვს. ჩვენი “ლაივჩართვის” შემდეგ, მერიამ ოჯახს ისევ დაუნიშნათ დახმარება.
რაც შეეხება გიორგის, მის შესახებ “ფეისბუქზე” მოგვწერეს და გვთხოვეს, რომ ჩაგვერთო ლაივები და მას დავხმარებოდით. ასეც უნდა მოვქცეულიყავით. გიოს მეორე ოპერაციისთვის 140 ათასი დოლარი ესაჭიროვებოდა. “ფეისბუქზე” იყო გვერდი – “ერთად გიორგისთვის” და მითითებულ ანგარიშებზე ირიცხებოდა თანხები, ან საქველმოქმედოდ ამუშავებულ ნომერზე რეკავდნენ თანხის ჩასარიცხად. ოპერაცია მინსკში უნდა ჩატარებოდა. 80 ათასი დოლარი უკვე შეგროვილი იყო.
გიორგის 23 წლის დაც გარდაცვლილი ჰყავს (იმავე დიაგნოზით) და დედა ითხოვდა, ეს შვილი მაინც გადამირჩინეთო… ნუ მათქმევინებთ იმას, რომ ფული რომ მქონოდა, ჩემი შვილი გადარჩებოდაო…
თავის უკანასკნელ პერიოდს “ერთ თვეში შეცვლილ ცხოვრებას” ეძახდა. მზე ბიჭი იყო, სულ სითბოს ასხივებდა. დადებით ენერგიას გასცემდა. არ უნდოდა, რომ სხვებს, მისი მიზეზით, თავი ცუდად ეგრძნოთ. ყველას აქეთ აიმედებდა და პირობას დებდა, რომ გაიმარჯვებდა. ძლიერი ვიქნებიო და იბრძოდა კიდეც.
პერიოდულად ცუდი ანალიზები ჰქონდა, მაგრამ მერე, მოულოდნელად, ყველაფერი უკეთესობისკენ შეიცვლებოდა ხოლმე.
ეს დღეები ცუდად იყო. საავადმყოფოში უფასოდ ყოფნის დღეებიც ეწურებოდა. და ამ დროსთან ერთად სიცოცხლეც ამოწურა. ბოლო სამ დღეში დამძიმდა. გული ორგანოებს სისხლს ვეღარ აწვდიდა.
ჩვენ “ფეისბუქით” ვკონტაქტობდით. მიუხედავად იმისა, რომ პირადად არ ვიცნობდი, ძალიან განვიცდი გიორგის გარდაცვალების ამბავს.
გამთენიისას გამეღვიძა, თითქოს არ ვიყავი ისე, როგორც ჩვეულებრივ. ავდექი და ცოტა გარეთ გავისეირნე… სახლში მოსულს კი ვნახე პოსტი, გიორგი აღარ გვყავსო. ადგილზე გავიყინე, წუთით თითქოს ჩამოვშორდი სამყაროს, ზღვა სევდა და ცრემლი მომაწვა, ვერ დავიჯერე, რომ აღარ არის.
ის იმდენად, ძლიერი იყო, რომ თავისი სიძლიერით ყველას დაგვანახა, თუ რაოდენ ძვირფასია სულ პატარა იმედიც კი.
მე ვერ წარმომიდგენია, რომ ეს მზესავით ბიჭი ვეღარ გაგვათბობს. ისეთი ადამიანი იყო, რომ მისი დატოვებული კვალი ვერ წაიშლება. ამიტომაც ჯერ კიდევ ვერ ვიაზრებ, რა მოხდა და როგორ უნდა დავეტოვებინე მეგობარს რომელმაც დამპირდა, რომ სულ აქ იქნებოდა და არსად წავიდოდა…
Обнаружили ошибку или мёртвую ссылку?

Выделите проблемный фрагмент мышкой и нажмите CTRL+ENTER.
В появившемся окне опишите проблему и отправьте Администрации ресурса.

კომენტარები:0

ДОБАВИТЬ КОММЕНТАРИЙ

Введите код:*
reload, if the code cannot be seen

საიტის შესახებ

Lorem ipsum dolor sit amet, consectetur adipisicing elit, sed do eiusmod tempor incididunt ut labore et dolore magna aliqua. Ut enim ad minim veniam, quis nostrud exercitation ullamco laboris nisi ut aliquip ex ea commodo consequat. Duis aute irure in reprehenderit in voluptate velit esse cillum dolore eu fugiat nulla pariatur.

Популярные категории

საიტის ნავიგაცია

Облако тэгов

ovarad