все шаблоны для dle на сайте newtemplates.ru скачать
0

დონალდ ტრამპმა ვაშინგტონში 24 იანვრამდე საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა

ნახვები: 19


აშშ-ს პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა 24 იანვრამდე ვაშინგტონში საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა. ამას წინ უძღოდა სამართალდამცავი ორგანოების გაფრთხილება, რომ ჯო ბაიდენის ინაუგურაციისთვის, შესაძლოა, რაიმე საფრთხეს ჰქონოდა ადგილი.
გამოძიების ფედერალურმა ბიურომ (FBI) ამერიკის მოსახლეობას ბაიდენის ინაუგურაციამდე რამდენიმე დღით ადრე შესაძლო შეიარაღებული პროტესტის გამართვის შესახებ აფრთხილებს. არსებობს ცნობები იმის შესახებ, რომ შეიარაღებული ჯგუფები შტატების დედაქალაქებში და ვაშინგტონ DC-ში შეკრებას ინაუგურაციამდე აპირებენ. ღონისძიებაზე უსაფრთხოების წესების გამკაცრება იგეგმება.
მანამდე, ძალადობის შემდგომი წაქეზების რისკის გამო, ამერიკის მოქმედ პრეზიდენტ დონალდ ტრამპს ანგარიში ტვიტერმა სამუდამოდ დაუბლოკა. კომპანიაში განაცხადეს, რომ გადაწყვეტილება მისი ბოლოდროინდელი ტვიტების განხილვის შემდეგ მიიღეს.
6 იანვარს ვაშინგტონში, კაპიტოლიუმთან მიმდინარე ტრამპის მხარდამჭერების აქცია დაპირისპირებაში გადაიზარდა. დემონსტრანტებმა ბარიერი გაარღვიეს და შენობაში შეიჭრნენ. კონგრესში ევაკუაცია გამოცხადდა, ქალაქში კი კომენდანტის საათი.
ტრამპის მხარდამჭერების მიერ ორგანიზებული არეულობის მიუხედავად, 7 იანვარს, აშშ-ს კონგრესმა საპრეზიდენტო არჩევნებში დემოკრატი ჯო ბაიდენის გამარჯვება ოფიციალურად დაამტკიცა.
სენატმა და წარმომადგენელთა პალატამ უარყვეს მოთხოვნები ჯორჯიასა და პენსილვანიაში ბაიდენისთვის ხმების გაუქმებასთან დაკავშირებით. რესპუბლიკური პარტიის წარმომადგენლები ასევე აპროტესტებდნენ არიზონას, ნევადისა და მიჩიგანის შედეგებსაც.
არჩეული პრეზიდენტი, ჯო ბაიდენი და არჩეული ვიცე-პრეზიდენტი, კამალა ჰარისი უფლებამოსილებას 20 იანვარს, ინაუგურაციის შემდეგ შეუდგებიან. მანამდე კი ხელისუფლების გადაბარების პროცესი იქნება.
Обнаружили ошибку или мёртвую ссылку?

Выделите проблемный фрагмент мышкой и нажмите CTRL+ENTER.
В появившемся окне опишите проблему и отправьте Администрации ресурса.

კომენტარები:0

ДОБАВИТЬ КОММЕНТАРИЙ

Введите код:*
reload, if the code cannot be seen

საიტის შესახებ

Lorem ipsum dolor sit amet, consectetur adipisicing elit, sed do eiusmod tempor incididunt ut labore et dolore magna aliqua. Ut enim ad minim veniam, quis nostrud exercitation ullamco laboris nisi ut aliquip ex ea commodo consequat. Duis aute irure in reprehenderit in voluptate velit esse cillum dolore eu fugiat nulla pariatur.

Популярные категории

საიტის ნავიგაცია

Облако тэгов

ovarad