все шаблоны для dle на сайте newtemplates.ru скачать
0

შეზღუდვების გაუქმების თარიღი ცნობილია - "გაიხსნება ბარები, რესტორნები, კაფეები, ტრანსპორტი, ადამიანები დაუბრუნდებიან სამსახურს"

ნახვები: 7 013



ვფიქრობ პრემიერს მიზანი და გეგმა უნდა ჰქონდეს, რადგან თებერვლიდან შეზღუდვების შემსუბუქებას ვარაუდობს. ჩემი აზრით კი, დადებითი პროგნოზი უმთავრესად დამოკიდებული იქნება ახალი წლის დღეებზე და შემდეგაც რეგულაციების დაცვაზე", - ასე ეხმაურება „რეზონანსთან" პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტისყოფილი თავმჯდომარე აკაკი ზოიძე პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას განცხადებს, რომელშიც პრემიერი შეზღუდვების შემსუბუქებს თებერვლიდან ელოდება.
„ვფიქრობ გეგმა უნდა არსებობდეს და მიზანიც უნდა ჰქონდეს დასახული პრემიერს, როცა ასეთ განცხადებას აკეთებს. უმთავრესად ვფიქრობ დადებითი პროგნოზი დამოკიდებული იქნება სწორედ იმ არსებული რეგულაციების დაცვაზე და განსაკუთრებით ახალი წლის დღეებში, რამდენად დამყოლები იქნებიან ჩვენი მოქალაქეები. „უნდა გავიაზროთ, რომ 15 იანვრამდე ეს პერიოდი ძალიან დიდი სიფრთხილით უნდა გავიაროთ. არ უნდა იყოს მასობრივი შეკრებები საჯარო თუ კერძო სივრცეში, სწორედ ეს არის კრიტიკული და გადამწყვეტი დღეს. ჩვენ უნდა დავიცვათ დისტანცია, ვატაროთ პირბადე სწორად და ა.შ. „მუდმივად უნდა იყოს საუბარი ამაზე, რადგან მოსახლეობამ იცოდეს რამდენად სერიოზული საკითხია ეს. როგორღაც ზაფხულამდე ფრთხილად უნდა მივიდეთ და შემდეგ უკვე იმედი მაქვს ვაქცინაც წამოგვეწევა. იქამდე კი უნდა ვეცდოთ, რომ ჩვენი ეკონომიკა არ დავაქციოთ და ადამიანების სიცოცხლეს საფრთხე არ შევუქმნათ. აუცილებელია, რომ ახლა მოვიქცეთ სწორად და ამ შემთხვევაში არ არის გამორიცხული თუნდაც თებერვლიდან გვქონდეს დადებითი მაჩვენელი და ეს შევინარჩუნოთ ზაფხულამდე. „მე ვფიქრობ უნდა იყოს შემცირება თებერვლიდან, თუმცა ეს დამოკიდებულია თითოეულ ჩვენგანზე. ჩვენზე უკეთ არავინ იცის ვიცავთ, თუ არა რეგულაციებს. იგივე მაღაზიებში, მაგალითად, ვიცავთ თუ არა ორმეტრიან დისტანციას, ატარებენ თუ არა ადამიანები პირბადეს სწორად. ამ ყველაფერს აქვს მნიშვნელობა და მოქმედებს საერთო შედეგზე - გაიზრდება თუ შემცირდება. ჩვენმა დაუდევრობამ არ უნდა მიგვიყვანოს ვირუსის ახალ აფეთქებამდე. „მე ბუნებით ოპტიმისტი ვარ და დადებითის იმედი მაქვს. ასევე აღსანიშნავია, რომ მთავრობის მხრიდან მნიშვნელოვანია არა მხოლოდ ზედაპირული განცხადებები, არამედ მუდმივი კომუნიკაცი საზოგადოებასთან. მნიშვნელოვანია, რომ რეგულაციებზე კონტროლი არ შემსუბუქდეს, რადგან ახლა არის ყველაზე რთული პერიოდი. „მე იმედი მაქვს, რომ პირველი თებერვლიდან ჩვენ შევძლებთ ცხოვრების ჩვეულ რიტმში გაგრძელებას, გაიხსნება ბარები, რესტორნები, კაფეები, ტრანსპორტი, ადამიანები დაუბრუნდებიან სამსახურს და არ იქნებიან იმ თანხას ჩაჭიდებულლი, რომელსაც მთავრობა აძლევს და რომელიც არაფერში არ ჰყოფნით. ეს ყველაფერი დამოკიდებულია იმაზე, თუ როგორ მოვიქცევით ჩვენ უახლოესი 15 დღის განმავლობაში," - ამბობს ზოიძე. პრემიერ-მინისტრის თქმით კი, შეზღუდვების რეალური შემსუბუქება შეიძლება პირველი თებერვლიდან იყოს განხილული. „რეალური შემსუბუქება იმისთვის, რომ შედარებითი პროგრესი ეპიდემიოლოგიური ვითარების მართვაში იყოს მდგარდი, შესაძლებელია განხილული იყოს პირველი თებერვლიდან. უფრო ადრე ეს ყველაფერი მაინც რისკის ქვეშ აყენებს იმ ძალიან ფრთხილ მიღწევებს, რომლებიც ჩვენ გვაქვს", - ამბობს პრემიერი გიორგი გახარია.
Обнаружили ошибку или мёртвую ссылку?

Выделите проблемный фрагмент мышкой и нажмите CTRL+ENTER.
В появившемся окне опишите проблему и отправьте Администрации ресурса.

კომენტარები:0

ДОБАВИТЬ КОММЕНТАРИЙ

Введите код:*
reload, if the code cannot be seen

საიტის შესახებ

Lorem ipsum dolor sit amet, consectetur adipisicing elit, sed do eiusmod tempor incididunt ut labore et dolore magna aliqua. Ut enim ad minim veniam, quis nostrud exercitation ullamco laboris nisi ut aliquip ex ea commodo consequat. Duis aute irure in reprehenderit in voluptate velit esse cillum dolore eu fugiat nulla pariatur.

Популярные категории

საიტის ნავიგაცია

Облако тэгов

ovarad